რეკლამა

რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის დროს

 

2017 წლის აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. კითხვა-პასუხის რეჟიმში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. 

 

 

 

 

 

ევროპის რომელ ქვეყნებში შემიძლია უვიზოდ მოგზაურობა?

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე შემდეგ ქვეყნებში: რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

 

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

 

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

 

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

 

 

რამდენი ხნით შემიძლია შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენა?

უვიზო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

 

 

რა მიზნით არის შესაძლებელი მოკლევადიანი ვიზიტის განხორციელება?

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების/მეგობრების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგები, კურსები, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში  საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს  ვიზის მისაღებად ან დაგვიკავშირდნენ ონლაინ.

 

 

რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეს მესაზღვრეს ჩემი საზღვარზე ყოფნისას?

ყველა  მესაზღვრეს აქვს კანონით მინიჭებული უფლება უარი უთხრას მგზავრს საზღვრის გადაკვეთაზე.  მესაზღვრეს შესაძლებელია გაუჩნდეს დამატებითი შეკითხვა თქვენი მოგზაურობის დანიშნულების შესახებ, სად აპირებთ გაჩერებას (კონკრეტრული მისამართი და სასტუმროს დასახელება), რა ადგილების მონახულებას აპირებთ პირველი მოგზაურობის დროს და ა.შ.

 

 

რა საბუთები უნდა ვიქონიო თან  საზღვარზე წარსადგენად?

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.

  • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

  • სასტუმროს ჯავშანი;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

  • შესაბამისი მოწვევა სხვადასხვა  ღონისძიებებში. კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობის დროს.

  • ნათესავების/მეგობრების მონახულების დროს მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები ასევე, იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

  • სამკურნალო მიზნით გამგზავრების დროს იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

სად არის შესაძლებელი საზღვარზე წარსადგენი საბუთების  მომზადება?

გარდა ბიომეტრიული პასპორტისა, რომელსაც იღებთ იუსტიციის სახლში, ყველა სხვა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად შეგიძლიათ მიმართოთ ტურისტულ სააგენტოებს ან დაგვიკავშირდეთ ონლაინ.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა